ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარი თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ ფურკან კორკმაზმა გააკეთა.
“თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ იმისა, რაც მოხდა. მე და სანაძე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით და მან შეურაცხყოფა მომაყენა. ამის უფლებას არავის არ მივცემ. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება, ეს მისი ნაწილია, რაღაცაც ამბობ და პასუხობ, მაგრამ რაც მან მითხრა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი. რეაგირება მქონდა როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.
გვირაბში გასახდელისაკენ ჩვენი სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი, სამი ქართველი კალათბურთელი ორ პოლიციელთან ერთად დავინახე, რომლებიც ჩვენსკენ მორბოდნენ.
ერთმანეთს მუშტები ვურტყით. ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, არც გვილაპარაკია. როგორც მამაკაცები ჩვენ თავდაცვას ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სამსახურის პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ლოიალურები იყვნენ. ჩვენ გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, თუმცა ეს დაუშვებელია”.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…